Friday, April 8, 2011

global worming

<iframe frameborder="0" scrolling="no" style="border:0px" src="http://books.google.com/books?id=ZpsO-y-nF4YC&lpg=PP1&dq=global%20warming&pg=PP1&output=embed" width=500 height=500></iframe>

რა არის გლობალური დათბობა?!

რა არის გლობალური დათბობა?



გლობალური დათბობა


გლობალური დათბობა —დედამიწის ატმოსფეროს მიწისპირა ფენის და მსოფლიო ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის სწრაფი ზრდის პროცესი.
ატმოსფეროს საშუალო ტემპერატირუს ზრდა გამოიწვევს ზღვის დონის აწევას. გაიზრდება კატასტროფული კლიმატური მოვლენების სიხშირე და სიმძლავრე, შეიცვლება ნალექების რაოდენობა და განაწილება. შეიცვლება აგრეთვე სოფლის მეურნეობის მოსავლიანობა, შემცირდება მყინვარები, გადაშენდება ცოცხალი ორგანიზმების ზოგიერთი სახეობები, გაიზრდება დაავადებათა რიცხვი.
ჯერჯერობით უცნობია დედამიწის რომელი რეგიონი უფრო მეტად დაზარალდება ამ ცვლილებების შედეგად. სახელმწიფოთა უმრავლესობამ ხელი მოაწერა კიოტოს ოქმს, რომელიც ატმოსფეროში სათბურის აირების გაფრქვევათა შემცირებას ისახავს მიზნად. თუმცა არ წყდება დებატები იმის შესახებ, თუ რა უფრო რაციონალურია: გლობალური დათბობის შეჩერების ან შემოტრიალების მცდელობა თუ ადაპტაცია არსებულ და მოსალოდნელ ცვლილებებისადმი.

წყარო: ვიკიპედია




ვიდეო: www.youtube.com
ფოტო: www.3danimation.e-spaces.com

დედამიწის იდუამელბა


იდუმალი სამყაროს ხლართებში


ადამიანის არსებობის მანძილზე არ მეგულება ძე კაცისა, რომელსაც სიცოცხლეში ერთხელ მაინც ოცნებით არ გაენავარდოს ვარსკვლავეთში. რაც მეტად ჭკვიანდებოდა ჰომო საპიენსი, მით მეტ ცოდნას აგროვებდა ვარსკვლავთა “წინასწარმეტყველებათა წიგნში”.
წიგნი კაცობრიობის უტყუარი მეგზური აღმოჩნდა, მაგრამ იმდენად დიდი იყო ვარსკვლავებში გასვლის სურვილი, კაცობრიობა ამას არ დასჯერდა და XVII საუკუნეში კოსმოსში ტელესკოპი “გაიჭრა”, XX-ში, -თვით ადამიანი, ოღონდ “ახლოს”, -მთვარეზე. XXI-ში კი ასტრონომებმა სრულად დაათვალიერეს გალაქტიკა, რომელშიც ჩვენი დედამიწაა. ჩვენს გალაქტიკას “ირმის ნახტომი”ჰქვია და მასში ჩვენი მზისნაირი 150 მილიარდი ვარსკვლავია.
ნუ გაგიკვირდებათ! თანამედროვე ასტრონომებს უკვე აღარაფერი აოცებთ. მათ შორის არიან მსოფლიოში ცნობილი ქართველი ასტრონომებიც, რომლებიც აბასთუმნის ობსერვატორიაში აკვირდებიან კოსმოსს. ერთ-ერთი მათგანია ბატონი გიორგი ჯავახიშვილი.
- ბატონო გიორგი, რამდენი ხნის არის სამყარო?
-დღევანდელი თეორიებით, დაახლოებით 14 მილიარდი წლისა. ეს ზღვარია, მანამდე აღარ ვიცით, რა იყო. ჩვენი მზე 5 მილიარდი წლისაა, დედამიწა კი 4 მილიარდ შვიდასი მილიონისა. საშუალოდ ამ ასაკის არის ჩვენი მზის გარშემო დედამიწასავით მოძრავი პლანეტები: მერკური, ვენერა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი. ჩვენ შეუიარაღებელი თვალით მხოლოდ 6000 ვარსკვლავს ვხედავთ, დანარჩენის დასანახად საჭიროა ტელესკოპი. ტელესკოპამდე ადამიანები ვარსკვლავებს მხოლოდ თვალით აკვირდებოდნენ ობსერვატორიებში. დღეს სამყაროში დაახლოებით 1000 მილიარდი გალაქტიკაა აღმოჩენილი…
- დღეს ამ ათას მილიარდ გალაქტიკაში შეიძლება იყოს სიცოცხლით დასახლებული პლანეტებიც?
- თეორიულად რატომაც არა!.. ჯერჯერობით კაცობრიობას არ აქვს ისეთი ტექნიკა, ეს საკითხი რომ შეისწავლოს. ამჯერად შეგვიძლია გამოვიკვლიოთ შედარებით “ახლო”პლანეტების ტემპერატურა, შემადგენლობა და მასა. მთავარი წყალია. თუ რომელიმე პლანეტაზე ტემპერატურა არ არის 00-ზე მაღალი, ანუ წყალი არ იყინება და 1000-ზე დაბალი, ანუ წყალი არ ორთქლდება, ესე იგი, ამ პლანეტაზე სიცოცხლე შეიძლება არსებობდეს… მაგალითად, სიცოცხლე შეიძლება იყოს იუპიტერის თანამგზავრ იოზე…
სხვათა შორის, ახლახან იპოვეს პლანეტა, რომელიც ტემპერატურის მიხედვით ასევე სიცოცხლის ზონაშია. ასე რომ, ასტრონომები ეგზოპლანეტების ძებნაში ფანტასტიკურ აღმოჩენებს ახდენენ და ქართველებსაც შემოგვთავაზეს ვარსკვლავთა გარშემო მოძრავი პლანეტების ძებნა, რასაც ახლო მომავალში ვაპირებთ… სხვათა შორის, ქართველები ყოველთვის ვსწავლობდით სამყაროს. მაგალითად, 1154 წელს სწავლულებმა აღწერეს ვარსკვლავი, რომელიც ისე კაშკაშებდა, ვარსკვლავის დაბადებად ჩათვალეს. საუკუნეების შემდეგ გაირკვა, რომ სწორედ 1154 წელს აფეთქებულა ეს ვარსკვლავი. ე.ი. როგორც ცოცხალმა ორგანიზმმა გაიარა სიცოცხლის გზა და მოკვდა.
- აფეთქება დედამიწასაც ემუქრება?
- არა. მხოლოდ დიდი მასის ვარსკვლავები ფეთქდებიან, დედამიწა კი პლანეტაა და თანაც “მცირე”მასისა. დიდი მასის ვარსკვლავები ჯერ წყალბადის თერმობირთვული რეაქციით ანათებენ, წყალბადი რომ გამოილევა, ჰელიუმი იწვის. ჰელიუმის ანთებას კი 300 მილიონი გრადუსი სჭირდება. ეს ტემპერატურა მხოლოდ მასიური ვარსკვლავების გულში წარმოიშვება. შემდეგ ნახშირბადი იწვის, ბოლოს რკინა და როცა ყველაფერი გათავდება, ვარსკვლავი ფეთქდება.
მზეც ვერასოდეს აფეთქდება, მხოლოდ ჩაქრება -5 მილიარდი წლის მერე მზის წყალბადის ენერგიაც გამოილევა… ნელ-ნელა გაცივდება და 50 მილიარდი წლის შემდეგ ჯერ წითელ ბურთად გადაიქცევა, მერე ყავისფრად, ბოლოს ჩაქრება. ამის შემდეგ კი საერთოდ გაიყინება. მაგრამ ჯერ გავიდეს 5 მილიარდი წელიწადი, იმედი მაქვს, ადამიანი მანამდე რამეს მოიფიქრებს…
- არც რაიმე დაგვეჯახება? ხშირად გაიგონებთ, დედამიწას 2012 წელს კატასტროფა ემუქრებაო…
-იმას გულისხმობთ, რომ მავანთა მტკიცებით, დედამიწას რომელიღაც პლანეტა “ნიბერუ”გაანადგურებს? პირდაპირ გეტყვით -ეგ სისულელეა! ასტრონომები დედამიწის ახლოს 6-10 მეტრი დიამეტრის მეტეორებსაც ვხედავთ, ეს პლანეტა კი არ გვინახავს. ყოველ დროში მოიპოვება საშინელებათა მოყვარული, რომელიც დედამიწას დაღუპვას უქადის. “ნიბერუ”ალბათ ვიღაცას დაესიზმრა და ინფორმაცია ინტერნეტში გაუშვა და ეგვიპტელების რომელიღაც ღმერთის სახელიც დაარქვა.
ამასთანავე, ის ფაქტიც “წაიხმარა”რომ აცტეკების კალენდარი 2012 წლით მთავრდება. თუმცა, მეცნიერების აზრით, ადამიანი სამყაროს უკვე 6 მილიონი წელიწადია მოევლინა. ჩვენ შევხვდებით 2013 წელს და ისევ ცოცხლები ვიქნებით. შეჯახების საშიშროება კი ზოგადად, არსებობს, მომხდარა კიდეც -1908 წელს ტუნგუსკაში, ციმბირში, მეტეორიტი ჩამოვარდა, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამ მეტეორიტის დიამეტრი 50 მეტრი იყო და მან 120 კილომეტრის რადიუსში ტყე მთლიანად მოსპო. ანუ, ღმერთმა დაგვიფაროს და, ასეთი მეტეორიტი, მაგალითად, ხაშურში რომ ჩამოვარდნილიყო, თბილისიან-აბასთუმნიანად ყველაფერს გაანადგურებდა.
საქმე ის არის, რომ დედამიწის გარშემო დაახლოებით 200 ათასი ასტეროიდი მოძრაობს, აქედან დაახლოებით სამი ათასი საკმაოდ გვიახლოვდება ხოლმე (მათ დედამიწის ახლო ასტეროიდებს ეძახიან). მეცნიერთა ვარაუდით, 65 მილიონი წლის წინ დინოზავრები დედამიწაზე ასტეროიდის დაცემამ გაანადგურა. გადარჩნენ მხოლოდ მცირე ზომის არსებები, რომლებმაც გარემოსთან ადვილად შეძლეს შეგუება.
ერთი სიტყვით, ვთქვათ, 300-მეტრიანი დიამეტრის მქონე ასტეროიდის დაცემა ნიშნავს 1000 თერმობირთვული ბომბის ერთად აფეთქებას. ამ დროს, მთელ დედამიწას მტვერი დაფარავს. თეორიული გათვლებით, დაახლოებით 300 ათასი კაცი გადარჩება, თუმცა, ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ – ერთ მდინარეში ორჯერ ვერავინ შედის. 65 მილიონი წლის წინ რაც მოხდა, შეუძლებელია, ისევ იმავე სახით განმეორდეს…
- გლობალური დათბობა და ოზონის შრის განლევაც ჭორია?
- ოზონის შრე, რომელსაც “დედამიწის ფარს”უწოდებენ, მიწის ზედაპირიდან 80 კილომეტრამდეა და ზოგან მართლაც 5-ჯერ არის შეთხელებული. მაგრამ ოზონს აღდგენის უნარიც გააჩნია; მაგალითად, ოზონი წარმოიშობა ჭექა-ქუხილისას. ანუ ამაში არაფერია არაბუნებრივი, სწორედ ამიტომ შენელდა ლაპარაკი ოზონის შრეზე.
გლობალური დათბობა კი მართლაც გვემუქრება.
მწვერვალებს აშკარად დააკლდა თოვლი, აისბერგები დნება, ტემპერატურამ იმატა. ახლა ასტრონომები იმაზე ვმუშაობთ, დავახარისხოთ, ამ პროცესში რამდენია ადამიანის “დამსახურება”და რამდენი – ბუნებისა. ადამიანია ძნელად სამართავი, თორემ ბუნება თავის ნამოქმედარს თავად მიხედავს, დააბალანსებს. შესაძლოა, დათბობა მზის აქტივობის ციკლთან იყოს დაკავშირებული, გაივლის ეს ციკლი და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდეს.
მზის ციკლი კი შეიძლება 1-წლიანიც იყოს და 10.000-წლიანიც, მაგრამ ჩვენ ხომ ჯერ ეს არ შეგვისწავლია! ყველა შემთხვევაში, ადამიანს უზარმაზარი შესაძლებლობები აქვს, მათ შორის, გარემოსთან ადაპტაციისა. ვფიქრობ, თუ მართლაც გაგრძელდა დათბობა, არც მასთან შეგუება გაგვიჭირდება.
- ბატონო გიორგი, ადამიანი ოდესმე იმასაც შეძლებს, რომ სინათლის სიჩქარეზე მეტი სიჩქარით იფრინოს და შორეულ პლანეტებზე სიცოცხლეს შეხვდეს?
- რა მოგახსენოთ. თეორიულად ეს დღეს შეუძლებელია, თუმცა, ვინ იცის, რას გვიქადის მომავალი!.. ისეთი ეგზოპლანეტები კი, სადაც სიცოცხლე ივარაუდება, 20 და მეტი სინათლის წლის მანძილით მაინც არის დედამიწიდან დაშორებული. ე.ი. სინათლის სიჩქარით, ანუ 300 000 კმ/წამში რომ ვიფრინოთ, გზაში 20 და მეტი წელი უნდა ვიყოთ!
აბასთუმნის ობსერვატორია
აბასთუმნის ობსერვატორია ბედნიერი შემთხვევის წყალობით დაარსდა. რუსეთის იმპერატორის ვაჟს, გიორგი რომანოვს იმ დროის უკურნებელი სენი -ჭლექი შეეყარა. ექიმებმა მას აბასთუმანში ყოფნა ურჩიეს -იქ იცოცხლებთო. გიორგიმ აბასთუმანში სასახლე ააშენა, ხოლო მისმა მეგობარმა გლაზენაპმა -პირველი ასტრონომიული კოშკი…
გლაზენაპს ყოველთვის თან დაჰქონდა პატარა ტელესკოპი და გიორგი რომანოვთან სტუმრობისასაც ჩამოიტანა. ის გააოგნა აბასთუმნის მოწმენდილმა ღამეებმა და იმან, რომ ვარსკვლავები აბასთუმნის ცაზე ისე მკვეთრად ჩანდნენ, რომ მათზე დაკვირვება საუკეთესოდ შეიძლებოდა. ამიტომ გლაზენაპის პრიმიტიული ტელესკოპით დაკვირვებები საუცხოო აღმოჩნდა ყველა იმდროინდელ კვლევათა შორის. ამან გადააწყვეტინა კომუნისტებს აბასთუმანში ობსერვატორიის აშენება.
XX საუკუნის 50-იან წლებში კი აქ მიხეილ ვაშაკიძემ თანამედროვეობის უდიდესი აღმოჩენა გააკეთა -მიხვდა, რომ “კიბორჩხალის ნისლეული”აფეთქებული ვარსკვლავია. დაადგინა, რომ მას ტემპერატურა კი არ აკაშკაშებს, არამედ აფეთქების შემდეგ წარმოქმნილი ელექტრონები. ეს აღმოჩენა უდევს საფუძვლად დღევანდელი დედამიწის მიღმა ობიექტების შესწავლას, რომელიც დედამიწას აფორიაქებს… დედამიწის იდუმალება

კატაკლიზმები

კატაკლიზმები

<iframe title="YouTube video player" width="480" height="390" src="http://www.youtube.com/embed/IECzb9w-UPE" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

ბუნებრივი კატაკლიზმები








კატასტროფის პროგნოზი და მისი ეპიცენტრის დადგენა შეუძლებელია“
რა იწვევს ბუნებრივ კატაკლიზმებს, ამის თქმა შეუძლებელია, რადგან პასუხი მეცნიერებს არ აქვთ. ასტროფიზიკოსი გია მაჩაბელი ამბობს, რომ მოსალოდნელი ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზი და მისი ეპიცენტრის დადგენა რამდენიმე დღით არდე შეუძლებელია.
გია მაჩაბელი: „არ არის გამორიცხული, მიწისძვრების ამპლიტუდები იმასთანაც იყოს დაკავშირებული, რომ მას დაუსრულებლად ვაცარიელებთ. გვინდა კარგი ცხოვრება, სითბო, საწვავი, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ეს  პლანეტა სიცარიელეს ვერ იტანს და ცდილობს, თავად დააბალანსოს. იაპონიაში მომხდარ მიწისძვრასა და ცუნამიზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს იყო ბუნებრივი მოვლენა, დიდი მსხვერპლითა და ტრაგედიით. შესაძლებელი იყო თუ არა ამის თავიდან აცილება, ძნელი სათქმელია, რადგან მოსალოდნელი ბუნებრივი მოვლენის რამდენიმე დღით ადრე პროგნოზირება შეუძლებელია. ამისთვის საჭიროა, მუდმივად ვიღებდეთ შესაბამის ინფორმაციას დედამიწის ყველა წერტილიდან“.
ფიზიკოსი ევგენი ვიგნერი ამბობდა: „მეცნიერება აღარ ვითარდება ისე, როგორც ეს ადრე იყო“. ის ფიქრობდა, რომ ფიზიკისა და ფსიქოლოგიის გაერთიანებით, გაცილებით მეტის გაგება გახდებოდა შესაძლებელი...

როგორც აღმოჩნდა, მეცნიერებს მზეზე უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ, ვიდრე იმ პლანეტაზე, რომელზეც ვცხოვრობთ. ამბობენ, დედამიწაზე სიცოცხლე მაშინ გაქრება, როცა მზე ჩაქრებაო, ამ ყველაფერს კი 5 მილიარდი წლის შემდეგ ვარაუდობენ.
გია მაჩაბელი: პროგნოზები
– დედამიწა შედგება: ქერქისგან, ტეფტონური ფილებისგან და ლავისგან. როდესაც მიწისძვრა, ანუ ტეფტონური ფილების აცდენა ხდება, მას ქვემოდან წნევა აწვება. რა არის ამის გამომწვევი მიზეზი და საერთოდ, რა ხდება დედამიწის გულში, არ ვიცით, რადგან მისი რადიუსი 6400 კილომეტრია და ამ სიღრმეში ჩასვლა შეუძლებელია. ფაქტია, რომ გავარვარებული ლავა, რომელიც მაგნიტურ ველს ქმნის, მზის ქარისგან გვიცავს. ამის გარეშე დედამიწაზე სიცოცხლე არ იქნებოდა.
– ამბობენ, დედამიწა რამდენიმე სანტიმეტრით გადაიხარაო...
– ის ფაქტი, რომ დედამიწა რამდენიმე სანტიმეტრით ხან ერთ და ხან მეორე მხარეს იხრება, ბუნებრივი მოვლენაა. ასეთმა მცირედმა გადახრამ შეიძლება, უმნიშვნელოდ იმოქმედოს კლიმატზე.
– იმასაც ამბობენ, დღე-ღამის ხანგრძლივობა 1,6 მიკროწამით შემცირდა...
– არც ამაშია რაიმე საგანგაშო. ასეთი ფაქტები ყოველთვის ხდებოდა, უბრალოდ, ახლა უფრო საინტერესო გახდა ეს თემები. ბევრს ჰგონია, რომ დედამიწა მართლა ღერძზე ტრიალებს და ხშირად მეკითხებიან, შეიძლება მოწყდეს ღერძიდან? ამ კუთხით ჩვენს მოსახლეობას უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ. საზოგადოების უმრავლესობამ არ ის იცის, რატომ არის დედამიწაზე წელიწადის დროები, სამაგიეროდ გალაკტიონის არცოდნა ესირცხვილებათ... მახსოვს რამდენიმე წლის წინათ დაცარიელებული თბილისის ქუჩები და მზის დაბნელების გამო დაპანიკებული მოსახლეობა. მინდა ვუთხრა ყველას, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც  არავითარ კატაკლიზმებს არ იწვევს. ამ დროს მზესა და დედამიწას შორის მთვარე დგება, ეს არის და ეს.
19 მარტს მთვარე დედამიწას მაქსიმალურად მიუახლოვდება და მოსალოდნელია ბუნებრივი კატაკლიზმებიო, ასეთ ინფორმაციას ავრცელებენ თქვენი კოლეგები. პანიკის შექმნა ჟურნალისტობა არ არის, პირიქით, ის უნდა დაწეროთ და გამოაცხადოთ, რაც რეალურადაა. მთვარის მოახლოება ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც პერიოდულად ხდება და ოკეანეების მიმოქცევაზე უმნიშვნელოდ აისახება. დაწყებულია თუ არა გლობალური დათბობა? ესეც ერთ-ერთი აქტუალური კითხვაა. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ რაღაც ხდება, მაგრამ ეს გლობალურია თუ არა, ძნელი სათქმელია. ცოტა ხნის წინ ოზონის ხვრელიც აქტუალური თემა იყო. დღეს ამაზე ისე აღარ საუბრობენ, რადგან ამჟამად ხვრელი შემცირებულია. ის ხან იზრდება და ხან მცირდება, ესეც ბუნებრივია.
რა ემუქრება საქართველოს? ამ კითხვას დღეს ბევრი მისვამს. ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა, კონკრეტულად კი კავკასიონის ქედი გამყინვარების შემთხვევაში ნამდვილად დაგვიცავს, მაგრამ, თუ დედამიწა დაიღუპება, გლობალური პრობლემა არც ჩვენ აგვცდება.
პროგნოზები

გამომწვევი მიზეზები








მიზეზზე მეცნიერთა შორის ერთი აზრი არ არის. უფრო გავრცელებულია ნახშირორჟანგის, CO2-ის , - სათბურის გაზსაც რომ უწოდებენ, - თეორია, რომლის თანახმადაც, ამ გაზის ატმოსფეროში შემცველობის ზრდა ასუსტებს დედამიწაზე მზის სხივების შეჭრის ინტენსივობის მარეგულირებელ შრეს. ამას შედეგად მოსდევს დათბობა დედამიწაზე. აქვე გეტყვით, რომ, მცენარეთა განვითარებაზე CO2-ის დადებითი ზემოქმედების გამო, მას სასათბურე მეურნეობებში იყენებენ. ამიტომ შეერქვა თეორიასაც “სასათბურე გაზის თეორია”. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ სხვა თეორიის, ეგრეთ წოდებული “მზის თეორიის”, ზოგიერთი მომხრე “სასათბურე გაზის” ზრდას გლობალური დათბობის შედეგად მიიჩნევს და არა მიზეზად. ამ თეორიის ავტორები, რომელთა შორის ორი დანიელი მეცნიერია - ეგილ ფრიიზ-ქრისტენსენი და კნუდ ლასენი, ფიქრობენ, რომ მზის სხვადასხვა მდგომარეობა, მასზე ლაქების ინტენსივობა იწვევს დედამიწაზე დათბობას ან აცივებას. მზის ლაქებზე დაკვირვება მეცნიერებმა სისტემატიურად 1749 წლიდან დაიწყეს. დღეს მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ ამ ლაქების გამოჩენა-გაქრობის ზეგავლენა დედამიწაზე მიმდინარე პროცესებზე - ლაპარაკობენ რადიონახშირჟანგის, C14-ის, ცვალებადობასა და მზის კოსმოსური გამოსხივების ზეგავლენით მისი რაოდენობის ზრდაზე. ამ თეორიის მომხრე მეცნიერებმა, დაკვირვების შედეგად, შუა საუკუნეებში აცივება-დათბობის ახსნაც კი შეძლეს. ლაპარაკია, აგრეთვე, ღრუბლების წარმოქმნა-არწარმოქმნის კავშირზე კოსმოსურ გამოსხივებასთან. შეიძლება იკითხოთ, რატომ არ არის ეს თეორია პოპულარული და რატომ გაფორმდა “კიოტოს ხელშეკრულება”, რომელიც მრეწველობას ავალდებულებს შეამციროს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამოყოფის გამომწვევი პროდუქტების წარმოება? ამ პროცესს “ჰავის ცვლილების საერთაშორისო საბჭო” განაგებს. მასში მსოფლიოს უამრავი მეცნიერი შედის, რომელთა მოვალეობა დღეს არსებული ყველა თეორიის განხილვაა. გერმანელი ფიზიკოსი ალვო ფონ ალვენსლებენი ბრალდებას უყენებს საბჭოს, რომ ის არა მეცნიერული, არამედ პოლიტიკური პრინციპით არის დაკომპლექტებული. ამასთან, მზის ფიზიკის სპეციალისტი ამბობს, რომ დასკვნა მზის თეორიის შესახებ არ იყო ექსპერტთა მიერ დამტკიცებული დოკუმენტი. ამ დასკვნის ავტორს, ამბობს ფონ ალვენსლებენი, უფლება არ ჰქონდა არგუმენტების გარეშე უარეყო ეს თეორია. ალვენსლებენთან პირდაპირ კამათში ჩაერთო გერმანელი ფიზიკოსი, ჰავის ცვლილების მკვლევარი, პროფესორი შტეფან რამსტორფი, რომელმაც სატელეფონო ინტერვიუში გვითხრა, რომ მზის თეორიას იმის გამო უარყოფენ, რომ არ იცნობენ ან უგულუბელყოფენ მას.
(რამსტორფის ხმა)
“მიზეზი ამისა ის არის, რომ მზის აქტიურობას, გაზომვების თანახმად, ბოლო 50 წელიწადში არ მოუმატია. ამიტომაც ეს არ შეიძლება დათბობის მიზეზი იყოს. ჩვენ ვიცით, რომ მზის აქტიურობის ცვალებადობას ათასწლეულების განმავლობაში მართლაც ჰქონდა ზეგავლენა დათობა-აცივებაზე, მაგრამ, როგორც ვთქვი, ბოლო 50 წელიწადში ეს არ ჩანს და ამიტომაც ის ვერ იქნება მიზეზი ჰავის შეცვლისა.”
ზემოთ დანიელი მეცნიერები ვახსენე. როგორც რამსტორფმა თქვა, ერთ-ერთმა მათგანმა, კნუდ ლასენმა, თავისი მტკიცება უკან წაიღო, რადგან ბოლო გაზომვებით საკუთარი თეორიის დამტკიცება ვეღარ შეძლო. თანამოსაუბრემ გვითხრა, მზის თეორიას არაერთი მომხრე ჰყავს, მაგრამ მზის აქტიურობის ცვალებადობაზე რომც იყოს დამოკიდებელი დათბობა-აცივება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნახშირორჟანგის ფაქტორი, რაც ფიზიკურად აშკარაა, სუსტდებაო. როგორ ზეგავლენას ახდენს ნახშირორჟანგი დათბობაზე, ვიცით. ისიც ვიცით, რომ ადამიანი CO2-ის კონცენტრაციის ზრდას და დათბობის გაძლიერებას კვლავ ხელს უწყობს. ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, ამბობს პროფესორი შტეფან რამსტორფი, შესაბამისად, მისი შეჩერებაც შეგვიძლია.
(რამსტორფი)
“იმაზე, რასაც მზე აკეთებს, ადამიანს გავლენა არა აქვს. ამიტომ არც კი აქვს მნიშვნელობა, რამდენად აქტიური იქნება ის მომავალ 30 წელიწადში, რადგან ამას მაინც ვერ შევცვლით. ამასთან, მისი ზეგავლენა მცირეა, რადგან აქტივობის ზრდა მხოლოდ გრადუსის მეათედს შეადგენს, ნახშირორჟანგის ზემოქმედებით კი მომავალ ას წელიწადში ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით აიწევს, თუკი მას არ შევაჩერებთ.”
აქვე მინდა გაგაცნოთ ნახშირორჟანგის ზრდის შეჩერების საწინააღმდეგო არგუმენტიც, რომელიც ეკუთვნის გერმანიის ქალაქ ფრაიბურგის კიპენჰოიერის სახელობის მზის ფიზიკის ინსტიტუტის ყოფილ თანამშრომელს, ალვო ფონ ალვენსლებენს. მისი თქმით, ნახშირორჟანგის შემცველობის ზრდა ატმოსფეროში მცენარეთა ზრდისთვის სასიკეთოა. ამიტომაც ეს პროცესი სასურველიც კია. ამ მოსაზრებას უპირისპირდებიან “სასათბურე გაზის” თეორის მომხრეები: ატმოსფეროში ნახშირორჟანგის მატება, - ამბობენ ისინი, - მართალია, ხელს უწყობს მცენარეების სწრაფ ზრდას, მაგრამ ბუნება ამ გარემოებასთან შეგუებას ვერ ასწრებს. ალბათ, გახსოვთ, ადრე ჩვენ გვქონდა ლაპარაკი იმაზე, რომ მცენარეთა სწრაფი ზრდა იწვევს მწერების ზრდასაც და ფრინველები მათ საკვებად გამოყენებას ვეღარ ახერხებენ. მომხრეები ჰყავს ალვენსლებენის იმ არგუმენტსაც, რომ ნახშირორჟანგის ზრდა ატმოსფეროში, თუკი მას მრეწველობა იწვევს, ას წელიწადსაც ვერ გაგრძელდება, რადგან, მაგალითად, ნახშირი, ნავთობი და გაზი მალე გამოილევა და ამით მათი გამოყენებაც შეწყდება. როგორც ხედავთ, არგუმენტები არც ერთ მხარეს არ ილევა. მე საუბრის ბოლოს ვკითხე “სასათბურე გაზის” თეორიის მომხრეს, შტეფან რამსტორფს, როგორ ხედავს ის მეცნიერების როლს იმაში, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რას იწვევს დათბობა, რატომ არის მნიშვნელოვანი დათბობის შეჩერება და რა მოელის ადამიანს, რომელზეც პასუხისმგებლობა პოლიტიკოსებს აკისრიათ.


წყარო: რადიო თავისუფლება

გლობალური დათბობა



გლობალური დათბობა —დედამიწის ატმოსფეროს მიწისპირა ფენის და მსოფლიო ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის სწრაფი ზრდის პროცესი.

ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურა დედამიწის ზედაპირზე ბოლო საუკუნის განმავლობაში 0.74 ± 0.18 °C-ით გაიზარდა. კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ჯგუფის (IPCC) დასკვნით "დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა მე-20 საუკუნის შუა წლებიდან სავარაუდოდ განპირობებულია ანთროპოგენური (ანუ ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი) სათბურის აირების კონცენტრაციის ზრდით", რომლის შედეგადაც ძლიერდება ატმოსფეროს სათბურის ეფექტი, რაც დედამიწის ქერქისა და ქვემო ატმოსფეროს გახურებას იწვევს. 21–ე საუკუნეში მოსალოდნელია დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის შემდგომი ზრდა 1,1 – 6,4 °C–ით. სათბური აირების კონცენტრაციის ზრდის შეჩერების შემთხვევაშიც კი ეს დათბობა კიდევ ათას წელს გაგრძელდება. მხოლოდ ამის შემდეგ არის მოსალოდნელი დარღვეული წონასწორობის ხელალხალი დამყარება და საშუალო ტემპერატურის დასტაბილურება.

ატმოსფეროს საშუალო ტემპერატირუს ზრდა გამოიწვევს ზღვის დონის აწევას. გაიზრდება კატასტროფული კლიმატური მოვლენების სიხშირე და სიმძლავრე, შეიცვლება ნალექების რაოდენობა და განაწილება. შეიცვლება აგრეთვე სოფლის მეურნეობის მოსავლიანობა, შემცირდება მყინვარები, გადაშენდება ცოცხალი ორგანიზმების ზოგიერთი სახეობები, გაიზრდება დაავადებათა რიცხვი.

ჯერჯერობით უცნობია დედამიწის რომელი რეგიონი უფრო მეტად დაზარალდება ამ ცვლილებების შედეგად. სახელმწიფოთა უმრავლესობამ ხელი მოაწერა კიოტოს ოქმს, რომელიც ატმოსფეროში სათბურის აირების გაფრქვევათა შემცირებას ისახავს მიზნად. თუმცა არ წყდება დებატები იმის შესახებ, თუ რა უფრო რაციონალურია: გლობალური დათბობის შეჩერების ან შემოტრიალების მცდელობა თუ ადაპტაცია არსებულ და მოსალოდნელ ცვლილებებისადმი.

საერთაშორისო ორგანიზაცია ”Global Humanitarian Forum”-მა, რომლის თავმჯდომარეც გაეროს გენერალური დირექტორი კოფი ანანია, გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც გლობალური დათბობის მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობაა დასახელებული. ამის შესახებ ”New Scientist”-ი წერს. მკვლევართა მონაცემებით, ამჟამად გლობალური დათბობის გამო მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 300 ათასი ადამიანი იღუპება. საქმე იმაშია, რომ კლიმატის ცვლა ბუნებრივი სტიქიური მოვლენების რაოდენობის ზრდას იწვევს, ისეთების, როგორიცაა გვალვა და წყალდიდობა. ამას გარდა ცვალებადი კლიმატი გავლენას ახდენს განვითარებული ქვეყნების სოფლის მეურნეობაზეც, რასაც შიმშილობამდე მივყავართ. ”Global Humanitarian Forum”-ის მონაცემებით, სიკვდილიანობის დიდი წილი (90%-ი) განვითარებულ ქვეყნებზე მოდის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისათვის დათბობის მსხვერპლთა რაოდენობა ყოველწლიურად 500 ათასამდე გაიზრდება. თარგი:დედამიწა  wikipedia